ჩემი ეს რთული ცხოვრება ღირდა დღევანდელ დღემდე მოსასვლელად, – განაცხადა საქართველოში დაბრუნების შემდეგ პარამსროლელმა, ვერცხლის მედლის მფლობელმა ლადო ჭინჭარაულმა.
„მეფე ერეკლეს ქალაქიდან ვარ, ჩემი თელავი გავახარე, ჩემი ხევსურები გავახარე, ჩემი შილდელები გავახარე. ჩემი ეს რთული ცხოვრება ღირდა დღევანდელ დღემდე მოსასვლელად. აქედან კიდევ ერთხელ მივმართავ იმ სპორტსმენებს – პარალიმპიელებს და ოლიმპიელებს, ვინც მედლის გარეშე დარჩა, რომ არ დანებდნენ. მათზე მეტი დამარცხება მაქვს ნაგემი, მათზე მეტი პრობლემები შემხვედრია და არ გავჩერებულვარ, არა უშავს, ისინი მაინც გმირები არიან“, – განაცხადა ლადო ჭინჭარაულმა.
პარიზის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული სამშობლოში დღეს დაბრუნდა.
კომენტარები