დღეს, საქართველო-ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს. ინფორმაცია ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი მას შემდეგ გახდა, რაც „უეფამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თუ ევრო 2024-ის ფინალის შემდეგ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი არ გამოვლინდებოდა, „ოქროს ბუცი“ ჯილდოს სახით ყველა იმ ფეხბურთელს გადაეცემოდა, რომლებსაც გატანილი გოლების თანაბარი რაოდენობა ექნებოდათ.
კომენტარები