კენიაში, გოგონათა სკოლაში ხანძარი გაჩნდა. რამდენიმე მოსწავლე, სავარაუდოდ, შენობაშია ჩარჩენილი, ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კენიის ხელისუფლების ცნობით, ხანძარი ისიოლოს ოლქში მდებარე გოგონათა საშუალო სკოლაშია. ეს ინციდენტი ერთი დღის შემდეგ მოხდა, რაც ბიჭების სკოლაში გაჩენილი ხანძრისას 21 ადამიანი დაიღუპა.
ინციდენტის შესახებ ინფორმაცია კენიის „წითელმა ჯვარმაც“ დაადასტურა. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები.
გუშინ კენიის ერთ-ერთ სკოლაში ხანძარს 21 მოსწავლე ემსხვერპლა.
კომენტარები