ერთ-ერთი გამორჩეული გამარჯვება იყო, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ „ქრონიკასთან“.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ერთა ლიგა საქართველოს ნაკრებმა მოგებით დაიწყო.
„ასეთ გუნდთან, ასეთი მოგება ძალიან ბევრი რამის მთქმელია. გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, მიხეილ მესხის სტადიონზე ძალიან მაგარი გარემო იყო, რამაც ამ დიდი გამარჯვებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ალბანეთს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, ასე ვიტყოდი, რომ 6-ქულიანი თამაშია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გავახაროთ“, – განაცხადა კაკაბაძემ.
კომენტარები