საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან გუშინ გვიან ღამით დაბრუნდა. სპორტის ამ სახეობაში ჩვენი ქვეყნის დელეგაციამ 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირის ვიცე-ჩემპიონები რევაზ ჩიკოიძე, ზურაბ ზურაბიანი და გიორგი ქალდანი გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალი ამ უკანასკნელის მეუღლემ, ინა ქალდანმა მოიპოვა.
წარმატება ქართველ პარალიმპიელებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიულოცა. სპორტსმენებს ელოდნენ გულშემატკივრები და ახლობლებიც.
კომენტარები