ევროკომისია მუშაობს წინადადებაზე, დასაჯოს სლოვაკეთი დემოკრატიული ნორმების შელახვისთვის, რამაც ბრატისლავასთვის თანხების გამოყოფის შეწყვეტა შეიძლება გამოიწვიოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო Bloomberg-ი იუწყება, ევროკომისია მზად არის, ჩაუშვას პროცედურა, რათა ბრატისლავას პასუხისმგებლობა დააკისროს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, გააუქმოს სპეციალური პროკურატურა, რომელიც ზედამხედველობას უწევდა კორუფციულ საქმეებს ევროკავშირის სახსრებთან დაკავშირებით.
პროცედურა ახლა ადრეულ ეტაპზეა და საჭიროებს ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან დამტკიცებას.
აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთის საჯარო ინვესტიციის დაახლოებით 80% ფინანსდება ევროკავშირის ფონდებიდან.
სააგენტო Bloomberg-ის თანამოსაუბრეების თქმით, ერთ-ერთი წინადადების თანახმად, ევროკომისიამ უნდა გამოიყენოს თავისი ე.წ. პირობითობის მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს ევროკავშირს გაყინოს დაფინანსება, როდესაც ის ხედავს, რომ ევროკავშირის სახსრებს საფრთხე ემუქრება.