ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას ეხმაურება.
„კეთილი იყოს პირველი ქართველების და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მობრძანება, რომლებმაც პირველად უვიზოდ იმგზავრეს ევროპაში“, – დაწერა მან „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.
კომენტარები