საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის 2024-25 წლების გათამაშებაში მეორე შეხვედრას ალბანეთში მართავს.
ჯგუფის ლიდერების შეხვედრაში პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და შესვენებაზე გუნდები 0:0-ზე გავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საქართველომ შინ ჩეხეთს სძლია (4:1), ხოლო ალბანეთმა სტუმრად უკრაინას მოუგო (2:1).
პარალელურად მიმდინარეობს ამავე ჯგუფის მატჩი უკრაინასა და ჩეხეთს შორის. პრაღაში მიმდინარე შეხვედრაში პირველი ტაიმის შემდეგ ჩეხეთი 2:1-ს იგებს.
კომენტარები