„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა საპრეზიდენტო დებატების დროს განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იქნებოდა.
„მე ვფიქრობ, რომ მიზეზი, რის გამოც დონალდ ტრამპი ამბობს, რომ [უკრაინაში მიმდინარე] ომი 24 საათში დასრულდება, არის ის, რომ ის უბრალოდ დათმობაზე წავა“, – აღნიშნა კამალა ჰარისმა.
„„დონალდ ტრამპი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, პუტინი ახლავ კიევში იქნებოდა. პუტინის დღის წესრიგი მხოლოდ უკრაინას არ ეხება. უნდა გესმოდეთ, რატომ არიან ევროპელი მოკავშირეები და ნატოს მოკავშირეები ასე მადლიერები, რომ თქვენ აღარ ხართ პრეზიდენტი და რომ ჩვენს ადმინისტრაციას ესმის მსოფლიოში უდიდესი სამხედრო ალიანსის, ნატოს მნიშვნელობა“, – დასძინა მან.
კომენტარები