„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო დებატების დროს განაცხადა, რომ „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, კამალა ჰარისს სძულს ისრაელი.
„ის არც კი შეხვდა [ისრაელის პრემიერ მინისტრს] ნეთანიაჰუს, როდესაც ის კონგრესში ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვით გამოვიდა. მან უარი თქვა იქ ყოფნაზე. მას სძულს ისრაელი. თუ ის პრეზიდენტი გახდება, მე მჯერა, რომ ისრაელი ორი წლის განმავლობაში აღარ იარსებებს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
თავის მხრივ კამალა ჰარისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის მტკიცება „აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს“ და განაცხადა, რომ ისრაელის სახელმწიფო დიდი ხნის მხარდამჭერია.
კომენტარები