“საქართველო ევროპასთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდა”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. მისი შეფასებით, საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა.
“მე მინდა, აღვნიშნო თქვენი ქვეყნის წარმატება ძალიან ბევრ საკითხში, ეს იქნება მედიაპლურალიზმის გაუმჯობესება, თუ სხვა წინ გადადგმული ნაბიჯები. ასევე, მინდა, გამოვთქვა ჩემი გულისწუხილი, ისეთ რეგიონებთან მიმართებაში, როგორიცაა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამ რეგიონების მცხოვრებლებს კვლავ ექმნებათ პრობლემა საზღვრის გადმოკვეთის პროცესში. ასეთ დროს, ევროკავშირი ხსნის საზღვრებს, თუმცა თქვენი მეზობელი აფერხებს თქვენს თავისუფლად გადაადგილებას. მე ვაცხადებ ჩემს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და იმ დოკუმენტისადმი, რომელსაც ჟენევაში მოეწერა ხელი. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ბრიუსელში და აღვნიშნო ეს ისტორიული მომენტი. ჩვენ შევძელით დაგვეგვირგვინებინა ვიზალიბერალიზაცია საქართველოსათვის და გაგვემართლებინა ორმხრივი თანამშრომლობა”, – განაცხადა დონალდ ტუსკიმ.