ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსის მერმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით სპეციალური ბანერი დაამონტაჟა. ქალაქის მერი, რემიგიუს შიმაშიუსი ფეისბუქში ფოტოებს აქვეყნებს, რომელზეც ინგლისურ-ქართული ბანერია განთავსებული.
“უფრო ახლოს, ვიდრე ოდესმე” , – ვკითხულობთ ქალაქში დამონტაჟებულ ბანერზე.
“გუშინ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა და ქართველებს უკვე თავისუფლად შეუძლიათ ევროკავშირში მოგზაურობა. მალე ვილნიუსის აეროპორტში ქუთაისიდან მგზავრები ჩამოვლენ, და მათ სპეციალური სიურპრიზიც ელით. საქართველო – უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე იყო!” – წერს რემიგიუს შიმაშიუსი.
კომენტარები