თანამედროვე სახელმწიფოს წარმატება თუ წარუმატებლობა, მისი მოქალაქეების განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ამაში კი მასწავლებლების როლი განუზომლად დიდია, – განაცხადა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა.
„ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ მასწავლებლის პროფესია დაფასდეს, ჩვენმა მოსწავლეებმა კი საუკეთესო შედეგებს მიაღწიონ“, – აღნიშნა მინისტრმა.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს.
კომენტარები