საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა, გარეტ უორდმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გარეტ უორდმა დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდაჭერა.
პარლამენტის თავმჯდომარემ და ბრიტანეთის ელჩმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი, აგრეთვე საქართველოში მიმდინარე პროცესები, მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და მომავლის გეგმები.
შალვა პაპუაშვილმა გარეტ უორდს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მხარეებმა გამოთქვეს მჭიდროდ თანამშრომლობის სურვილი.
კომენტარები