რუსეთში შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაიზრდება. ამის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და დოკუმენტი განთავსდა სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებგვერდზე.
ახალი ბრძანებით, რუსეთს შეიარაღბული ძალების რაოდენობა 2 მილიონ 389 ათასამდე გაიზრდება, მათ შორის 1 500 000 სამხედრო მოსამსახურე.
რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობას ასევე დაავალა, რომ ბიუჯეტიდან თავდაცვის სამინისტროს განკარგულების შესასრულებლად საჭირო თანხა გამოეყოს. წინა ჯერზე რუსეთის შეიარაღებული ძალების პერსონალის რაოდენობა გაიზარდა 2023 წლის დეკემბერში 2 მილიონ 209 ათასამდე, მათ შორის 1 320 000 სამხედრო მოსამსახურე.
კომენტარები