უმრავლესობის დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ისრაელის სახელმწიფოს ვერ უკარნახებს, რა გზითა და მეთოდით დაიცვას საკუთარი საზღვარი.
შესაბამისი კომენტარი დეპუტატმა ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის შემდეგ გააკეთა.
“ჩვენ ვიცით, რომ პრობლემა არსებობს. ამაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. მეც, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ჩაბმული ვარ ამ მიმართულებით ჩვენს კოლეგებთან ურთიერთობებში ისრაელის ქნესეთში. არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომლის გადალახვის უნარი ამ ორ სახელმწიფოს არ შესწევს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად კვაჭანტირაძემ.
დეპუტატის ინფორმაციით, მაისში საქართველოში ისრაელის სამთავრობო სტრუქტურების დელეგაცია ჩამოდის და მათთან განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იმ პრობლემის მოწესრიგება იქნება, რომელიც ამ მხრივ არსებობს.