ის თავისუფლებისა და მხარდაჭერის დონე, რაც დღეს ბიზნეს აქვს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქამდე არც ერთი ხელისუფლების პირობებში ბიზნეს საქართველოში არ ჰქონია, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ეკონომიკის დოქტორმა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანმა, ვახტანგ ჭარაიამ.
„არსებული ხელისუფლება, ჩვენს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ყველაზე ლოიალურიც კი არის და ბიზნესის მხარდამჭერია, ვინც კი აქამდე ყოფილა. მართალია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურად არის და არაფრის გაუმჯობესება არ არის საჭირო ან ყველა მიზანს მივაღწიეთ, მაგრამ, ის თავისუფლებისა და მხარდაჭერის დონე, რაც დღეს ბიზნეს აქვს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქამდე არც ერთი ხელისუფლების პირობებში ბიზნეს საქართველოში არ ჰქონია“, – აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბიზნეს დამატებითი მხარდაჭერაც სჭირდება. მისივე თქმით, მარტო არსებული კონიუნქტურა საკმარისი არ არის და საჭიროა ბიზნეს პროცესების უფრო მეტად გადაწყობა.