საქართველოს და ლიტვის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს-ლიტვის თანამშრომლობა, რომლის შედეგადაც საქართველომ მიაღწია ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალ ვაჭრობას, ახლა თავისუფალ უვიზო მიმოსვლას, აქ ამ წერტილში არ მთავრდება, არამედ მომავალშიც გაგრძელდება.
,,ამ თვალსაზრისით მე ქალბატონ პრეზიდენტს გავაცანი ჩვენი უაღრესი ინტერესი მომავალი ნატოს სამიტის მიმართ. საზოგადოებამ იცის, რომ ნატოს სამიტი იქნება შეზღუდული ფორმატის, სადაც არაწევრი ქვეყნები არ იქნებიან წარმოდგენილი და მე ვთხოვე ტრადიციულად ჩვენს მეგობარს ქალბატონ გრიბაუსკაიტეს, ადამიანს რომელსაც არაერთ სამიტზე და საერთაშორისო ფორუმზე დაუცავს საქართველოს ინტერესი, რომ განსაკუთრებით მიაქციოს ყურადღება ჩვენს დღის წესრიგს და ჩემი პირადი სახელით საქართველოს პოზიცია დააფიქსიროს ამ სამიტზე’‘, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოს დღის წესრიგი მათ შორის ქალბატონი დალიას მეცადინეობით იქნება სერიოზულად წამოწეული“.
ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, ლიტვა ნატო-ს სამიტზე, რომელიც მხოლოდ წევრებისთვისაა განკუთვნილი, საქართველოს უსაფრთხოების საკითხს წამოჭრის.
გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრეზიდენტს ნატოს მომავალ სამიტზე საქართველოს ინტერესების დაცვა სთხოვა
2017/03/30 15:44:54
კომენტარები
ნანახია: 1285 ჯერ