პოლიტიკური დღის წესრიგიც კი ვერ შექმნეს ამ ვითომ ვერ შეთანხმებით და კეკლუცობით, – ასე ეხმიანება „დღის ქრონიკაში“ პარტია „საქართველოსთვის“და „ლელოს“ არშემდგარ შეთანხმებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალია.
რა შედეგს დადებს ოპოზიცია არჩევნებზე და რას ფიქრობს გახარია-ხაზარაძეს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე გაერთიანებასთან დაკავშირებით, რომელიც ერთგვარ პოლიტიკურ კეკლუცობას უფრო ჰგავდა კამერების წინ, ვიდრე რეალურ გაერთიანებას.
„მოკლე, უნიჭო სპექტაკლი იყო. ვინ ეკითხება მამუკა ხაზარაძეს, ან გიორგი გახარიას, ან სალომე ზურაბიშვილს როგორი კონფიგურაცია უნდა დაჯდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფლანგებს შორის. მიიღო სალომე ზურაბიშვილმა დავალება, დაიბარა ორივე სუბიექტი და ამათ უნდა შეასრულონ. სპექტაკლი დაყვეს ორ ნაწილად – პირველი მოქმედება ეს ორ-სამდღიანი პროცესი იყო. რაც ვნახეთ, პოლიტიკური დღის წესრიგიც კი ვერ შექმნეს ამ ვითომ ვერ შეთანხმებით და კეკლუცობით. ახლა ვნახავთ მეორე სპექტაკლს. რაც შეეხება ამ ორ სუბიექტს, ერთს პლუს ნული, უდრის ერთს. დარწმუნებული ვარ, ამ გაერთიანებასაც მიიყვანენ დავალების მიმცემები ბოლომდე“, – აღნიშნა კირცხალიამ.