აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ჰეზბოლას“ მოუწოდა, შეწყვიტოს ტერორისტული თავდასხმები ისრაელის წინააღმდეგ.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ისაუბრა „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე, რომელმაც პირობა დადო, რომ გააგრძელებს ისრაელთან ბრძოლას მანამ, სანამ ღაზაში აგრესია არ შეჩერდება.
„ნასრალას შეუძლია შეაჩეროს ტერორისტული თავდასხმები ისრაელის მასშტაბით, და მე გარანტიას გაძლევთ, თუ ის ამას გააკეთებს, ჩვენ ისრაელს დავარწმუნებთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს. ფაქტი ის არის, რომ მან არ შეაჩერა ეს ტერორისტული თავდასხმები“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის უფლების მხარდაჭერას, დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ არ გვინდა ვიხილოთ, რომ რომელიმე მხარემ ამ კონფლიქტის ესკალაცია მოახდინოს“, – დასძინა მან.