პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება. ამჯერად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა ზღვისუბნის მე-3 მიკრორაიონში გაიმართა. დელეგატი ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებებს გაეცნო, დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა და საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მოსახლეობასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და „ქართული ოცნების“ ნაძალადევის შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე.
კომენტარები