მაშინ როცა, როგორც არასდროს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ახლოს ვდგავართ ქართველი ხალხის სანუკვარ ოცნებასთან, ქვეყნის გაერთიანების, ისევ აყაყანდა მე-5 კოლონა, ისევ დაიწყო შუღლის გაღვივება, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ფორმულას“ ჟურნალისტ ლუკა ტყებუჩავას განცხადებას, რომელმაც მამუკა მდინარაძის შეკითხვაზე თუ ვინ არიან ქართველი ხალხისთვის ოსი და აფხაზი ხალხი მათი დები და ძმები თუ მტრები უპასუხა, რომ ისინი არიან მტრები.
მისივე თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ იცის რომ, საქართველოს გაერთიანებით მათი დასასრულის დასაწყისი იწყება, ამიტომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალონ.
„ასე რომც ფიქრობდე, ეს ხმამაღლა რატომ უნდა თქვა თუ დავალება არ გაქვს მიღებული.
მაშინ როცა, როგორც არასდროს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ახლოს ვდგავართ ქართველი ხალხის სანუკვარ ოცნებასთან, ქვეყნის გაერთიანების, ისევ აყაყანდა მე-5 კოლონა, ისევ დაიწყო შუღლის გაღვივება.
იციან რა, რომ საქართველოს გაერთიანებით, მათი დასასრულის დასაწყისი დაიწყება და ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალონ, მაგრამ იმდენად ძლიერია ქართველისთვის მისი სამშობლოს გამთლიანების სურვილი, რომ ეს მანქურთები ამას ხელს ვერ შეუშლიან, საბედნიეროდ პროცესი დაწყებულია,“- წერს ნინო ფოჩხუა.