საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და იმ ცალკეულ ექსპერტებს პასუხობს, რომლებიც ხელისუფლებას არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე პასიურობაში ადანაშაულებენ.
“მინდა გამოვეხმაურო იმ სპეკულაციურ განცხადებებს, რომელიც მოვისმინეთ ოპოზიციური პარტიების თუ ცალკეული ექსპერტების მხრიდან. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მობილიზება. არც ერთ საერთაშორისო ფორმატში არ მომხდარა რაიმე გადაწყვეტილებების მიღება რუსეთის ქმედებების საწინააღმდეგოდ, ხოლო რასაც აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, სწორედ ეს არის ის, რაც ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების კონცენტრაციას.
მე მოვუწოდებ თითოეულ მათგანს, ვინც აკეთებს ასეთ სპეკულაციურ, უსაფუძვლო განცხადებას, კარგად გაიზრონ და შეაფასონ მათ მიერ განხორციელებული ქმედებები და ქმედებები, რომელსაც ახორციელებს ახლანდელი ხელისუფლება, ჩვენი დიპლომატია იმისთვის, რომ საერთაშორისო ყურადღება იყოს მობილიზებული და კონფლიქტის საკითხი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა იყოს საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში,” – განაცხადა ჯანელიძემ.