საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ, კახა კახიშვილს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერის შეფასებით, ამას თვისობრივი ცვლილებები შეაქვს მისი სამინისტროს მუშაობაში.
„მინდა მოსახლეობამ იცოდეს ამ მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების შესახებ. მე ვიცი, რომ თქვენ გაავრცელეთ ინფორმაცია. ფორმა თქვენ გადაწყვიტეთ, მინდა, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია ჰქონდეს ჩვენს მოსახლეობას, იმიტომ, რომ ეს რეფორმები არის სწორედ ერთ-ერთი ის მიმართულება, რითიც ჩვენმა მთავრობამ ნამდვილად უნდა იამაყოს.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ. თანამედროვე საქართველოს სახე ერთ-ერთი მიმართულებით, არის ის, თუ როგორ ექცევა თავისუფლებააღაკვეთილ ადამიანებს. ეს არის უდიდესი ცვლილება, რომელიც 2012 წლის არჩევნებმა მოიტანა და გთხოვთ, რომ ეს ინფორმაცია მიაწოდოთ ასევე მოსახლეობას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა კახა კახიშვილს მადლობა გადაუხადა
2017/03/31 11:28:02
ნანახია: 1732 ჯერ