ნაციონალურ მოძრაობაში“ საარჩევნო სიაზე დაპირისპირება გრძელდება. წევრები პარტიის რიგებს ტოვებენ. ზაზა გოგავამ მოითხოვა თავისი გვარის ამოღება პარტიული საარჩევნო სიიდან, სადაც 27-ე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა ირაკლი ეძგვერაძემ, იმავე „ჭყიპინამ“.
„ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში ზაზა გოგავამ ამაზე საუბარი არ ისურვა. რაც შეეხება სოფო ჯაფარიძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში ინფორმაცია არ დაადასტურა.
„ვერაფრით გიდასტურებთ ამას [სიის გამო პარტიაში უთანხმოებას]. არანაირი მსგავსი ინფორმაცია მე პირადად არ მაქვს და ტყუილს ხომ არ გეტყვით?!“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რამდენად შეესაბამება ინფორმაცია სიმართლეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა, სიის პირველი ნომერი მისი დედა, გიული ალასანია ყოფილიყო.
„მართლა პირველად მესმის. ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია. სიის წერაში ნამდვილად არ მიმიღია მონაწილეობა“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.