„იმედის კვირა“ არკვევდა, ვინ არის გიორგი გლუნჩაძე და რა კავშირი აქვს მას საქართველოს სტუდენტურ პარლამენტთან ან ორგანიზაციასთან „ჯენზი“.
„იმედის კვირის“ ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძის პარტიის, „ლელოს“ წევრი გიგა გლუნჩაძე საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრების ორგანიზაცია „ჯენზის“, ანუ თაობა „Z“-ის პოლიტიკურ აქტივობებში ჩაბმას ცდილობდა.
„ჯენზის“ თანადამფუძნებელი, ნათია შარაშენიძე აცხადებს, რომ ორგანიზაციის წევრებს შეხვედრები ჰქონდათ დავით უსუფაშვილთან, მამუკა ხაზარაძესთან, ანა ნაცვლიშვილთან, გრიგოლ გეგელიასთან.
„სულ ამ ხალხთან იყო ძირითადად შეხვედრები და თან მათ წინასწარ ამას არ ეუბნებოდნენ – გაიმართება შეხვედრა და გელოდებით. ეტაპობრივად შეგვექმნა პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ვინც გვაინტერესებდა ჩვენი პროფესიის შესაბამისად, გვეზღუდებოდა ამ ადამიანებთან შეხვედრის შესაძლებლობა“, – განაცხადა ნათია შარაშენიძემ.