უკრაინული ჯარი რუსეთის კურსკის ოლქის სოფელ ვესიოლოეს სამხრეთით ჩასაფრებაში მოყვა და ძვირადღირებული ტექნიკა დაკარგა. ანალიტიკურ სტატიას Forbes-ი ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, უკრაინული ჯარი 20 სექტემბერს Marder-ის ტიპის გერმანული და CV90-ის ტიპის შვედური საბრძოლო მანქანებითა და Strv 122 ტანკებით ვესიოლოესა და გლუშკოვოს დამაკავშირებელ გზას დაადგა, სადაც რუსეთის არმიის 106-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიას გადაეყარა.
ნაღმების, არტილერიის, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსებმა 20 სექტემბერს უკრაინელების შეტევა უკუაგდეს.
„უპილოტო საფრენი აპარატის მიერ გადაღებულ კადრებში, რომელიც 106-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიამ მიმდინარე კვირას გამოაქვეყნა, 15 ან 16 განადგურებული მანქანაა ნაჩვენები, უკრაინელების რამდენიმე საუკეთესო საბრძოლო მანქანების ჩათვლით: ერთ ან ორი CV90, Marder-ი, M-2 და Stryker-ი“, – აღნიშნულია სტატიაში.
კურსკის ოპერაციაში უკრაინა ერთ-ერთ საუკეთესო ბრიგადებსა და ბატალიონებს იყენებს. თუმცა ეს ელიტური ქვედანაყოფებიც კი რთულად მიიწევენ წინ ვესიოლოედან გლუშკოვოში, ამტკიცებს სტატიის ავტორი.