ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძლების განცხადებით, იერიშები განხორციელდა ყოფილი სკოლის შენობაზე, რომელიც ცენტრალურ ღაზაში მდებარეობს.
„დარტყმების განხორციელებამდე რიგი ნაბიჯი გადაიდგა სამოქალაქო პირებისთვის ზიანის მიყენების რისკის შესამცირებლად. მათ შორის ზუსტი საბრძოლო მასალის გამოყენება, საჰაერო თვალთვალი და დამატებითი დაზვერვა“, – აღნიშნავენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ისრაელში აცხადებენ, რომ „ჰამასი“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებები სკოლებს, თავშესაფრებსა და დაცულ ობიექტებს რეგულარულად იყენებენ თავიანთი ოპერაციებისთვის, იქ მყოფ სამოქალაქო პირებს კი – ადამიანურ ფარად.
კომენტარები