გაეროს მონაცემებით, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში ყველაზე მეტი მსხვერპლი წელს სექტემბერში იყო. როგორც უკრაინული მედია წერს, გაეროში აცხადებენ, რომ სექტემბერში დაღუპულთა 46% 60 წელზე მეტი ასაკის იყო. დაღუპულთა შორის 9 ბავშვია. 76 ბავშვი კი დაიჭრა.
როგორც გაეროს ადამიანის უფლებების მონიტორინგის მისიის ყოველთვიურ ანგარიშშია აღნიშნული, რუსული ძალების დარტყმებს სექტემბერში სულ 208 ადამიანი ემსხვერპლა, 1220 კი დაიჭრა.
„მთელ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ხარკოვსა და ზაპოროჟიეში სარაკეტო დარტყმები მსხვერპლის რაოდენობას ზრდიდა. ფრონტის ხაზის სიახლოვეს მსხვერპლთა მნიშვნელოვანი რაოდენობა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაზე მოდის“, – აღნიშნულია ანგარიშში.
კომენტარები