ინგუშეთში შეიარაღებულმა პირებმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი პოლიციელია.
ამის შესახებ ინფორმაციას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამჟამად ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები თავდამსხმელების დასაკავებლად. ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მოკლულები ერთმანეთის ნათესავები იყვნენ.
რუსული მედიის ცნობით, მანქანა, რომელსაც ცეცხლი გაუხსნეს, ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს ეკუთვნოდა.
ინგუშეთის ხელმძღვანელის, მაჰმუდ-ალი კალიმატოვის განცხადებით, პოლიციელებზე თავდასხმა მიმართული იყო რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.
კომენტარები