გროზნოში ავტოგასამართ სადგურზე გაზის ავზის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორი ორი ბავშვია. არიან დაშავებულებიც.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფეთქების ტალღამ ავზი საცხოვრებელი სახლის ეზოში გადაისროლა, რამაც შენობის ნაწილი დააზიანა. ასევე დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი.
ადგილზე 900 კვადრატული მეტრის ფართობზე ხანძარი გაჩნდა.
ინციდენტთან დაკავშირებით ჩეჩნეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
კომენტარები