ამერიკის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ისრაელმა იმ სამიზნეების დიაპაზონი შეამცირა, რომელზეც ირანის მასიური სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ საჰაერო იერიშს აპირებდა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს. ვაშინგტონის შეფასებით, ისრაელი თავდასხმას ენერგეტიკულ და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე გეგმავს. სავარაუდოდ, გამოირიცხა თავდასხმები ბირთვულ ობიექტებზე და ირანის ოფიციალური პირების ლიკვიდაცია.
პირველ ოქტომბერს ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მათი უმეტესობა ისრაელის თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.
კომენტარები