გერმანიის მთავრობამ უარი თქვა ისრაელისთვის იარაღის მიყიდვაზე. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, ოფიციალური ბერლინი შიშობს, რომ ისრაელი გერმანულ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენებს. შეიარაღების ექსპორტის შესახებ გადაწყვეტილებას გერმანიის უშიშროების ფედერალური საბჭო იღებს, რომელიც მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებისგან შედგება.
როგორც გერმანული გამოცემა Bild-ი წერს, ისრაელისთვის იარაღის მიწოდებისგან თავი გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა შეიკავეს. მათ სურდათ მიეღოთ გარანტიები, რომ გერმანული იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არ იქნებოდა გამოყენებული.
კომენტარები