რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი ნიკოლაევი დაბომბა, რის შედეგადაც ერთი ქალი დაიღუპა. ინფორმაციას ნიკოლაევის ოლქის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს.
მისი განცხადებით, დაბომბვის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტი, რესტორანი, სავაჭრო პავილიონები, საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.
დაბომბვის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებიდან სამ ადამიანს ამბულატორიული დახმარება აღმოუჩინეს.
როგორც კიმი იუწყება, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ოლქში „შაჰედის“ ტიპის სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
კომენტარები