ჩეხეთმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ფასდაკლებული რუსული საწვავის შეძენის გზით, მილიარდ ევროზე მეტი ჭარბი მოგების მიღების შესაძლებლობა მისცა. ინფორმაციას Politico დემოკრატიის შემსწავლელი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების მიუხედავად, ერთ-ერთმა ჩეხურმა კომპანიამ მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის ჭარბი მოგება ნახა.
კვლევის თანახმად, ჩეხეთის რესპუბლიკამ რუსული ნავთობისა და გაზის შეძენაზე ჯამში, 7 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა, რაც უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას 5-ჯერ აღემატება.
კომენტარები