ისრაელის პრემიერ-მინისტრსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის მკაცრი სატელეფონო საუბარი გაიმართა. ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.
წყაროებზე დაყრდნობით, მედიაში გავრცელებული ცნობის მიხედვით, საუბრის დასრულების შემდეგ მაკრონმა ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისრაელის პრემიერს უნდა ახსოვდეს, რომ მისი ქვეყანა გაეროს გადაწყვეტილებით შეიქმნა, ამიტომაც მას გაეროს გადაწყვეტილებების გათვალისწინება მართებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის საპასუხოდ, მოგვიანებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ისრაელის სახელმწიფო არა გაეროს რეზოლუციამ, არამედ დამოუკიდებლობისთვის ომში მოპოვებულმა გამარჯვებამ დააფუძნა, გმირი მებრძოლების სისხლის ფასად, რომელთაგან ბევრი ჰოლოკოსტს გადაურჩა – მათ შორის, საფრანგეთის ვიშის რეჟიმს“.