ნიგერიაში საწვავის ცისტერნის აფეთქებას, სულ მცირე, 94 ადამიანი ემსხვერპლა, ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, კიდევ 50 ადამიანი მძიმედაა დაშავებული.
„სიენენის“ ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და თხრილში გადაიჩეხა. საწვავის მოლოდინში შეკრებილი ადგილობრივები ცისტერნასთან მიცვივდნენ, რა დროსაც აფეთქება მოხდა.
კომენტარები