შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომანქანა, რომლითაც „ნაცმოძრაობის“ აჭარის ლიდერები გადაადგილდებოდნენ და “ქართული ოცნების” ბანერებს ანადგურებდნენ.
კერძოდ, 16 ოქტომბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სარფში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა, მამუკა ჯევაიშმა თანმხლებ პირებთან ერთად დააზიანა „ქართული ოცნების“ ორი საარჩევნო ბილბორდი, რის შესახებაც „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის შტაბმა აღნიშნულის შესახებ შეტყობინება 112-ს გადასცა.
შეტყობინების საფუძველზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე დაიწყო.
კომენტარები