ევროპული საბჭოს სხდომაში მონაწილე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა საქართველოს და მოლდოვის შესახებ დასკვნა დაამტკიცეს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
„ევროპული საბჭოს დასკვნები საქართველოსა და მოლდოვას შესახებ დამტკიცებულია ევროკავშირის ლიდერების მიერ. ორი სწრაფი ჩარევა საქართველოსთვის და ერთი მოლდოვისთვის“, – წერს იოზვიაკი.
კონკრეტულად რას გულისხმობს დასკვნა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
🇪🇺 summit conclusions on 🇬🇪 and 🇲🇩 approved by EU leaders. Just two quick interventions on Georgia and one on Moldova
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) October 17, 2024
კომენტარები