თურქეთში, აქსარაის პროვინციაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა – სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა, რის გამოც 4 ადამიანი დაიღუპა და 20-მდე დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ავტობუსი ქვეყნის დასავლეთით მდებარე ბალიკესირის პროვინციიდან ნევშეჰირის პროვინციაში, კაბადოკიაში მიემართებოდა, რომელიც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში პოპულარულია.
ავარიის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. ვარაუდობენ, რომ ავარიის მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება და მძღოლის უყურადღებობა გახდა.
კომენტარები