აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერის იაჰია სინვარის ლიკვიდაციის შემდეგ მხარეებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ის ისრაელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს აგზავნის, რათა მან ადგილზე შესაბამისი მოლაპარაკებები გამართოს.
„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, თუ როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე“, – ციტირებს მედია ბაიდენს.
სინვარის ლიკვიდაციის შესახებ პირველი არაოფიციალური ცნობები გუშინ გავრცელდა. მოგვიანებით
„ჰამასის“ ლიდერის ლიკვიდაცია ებრაულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, ხოლო შემდეგ, თავად დაჯგუფებამ.
კომენტარები