კუბაში, მატანსასეს ელექტროსადგურში მომხდარი ავარიის გამო 10 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ენერგიის დაზოგვის მიზნით დროებით დაიხურა სასწავლო, გასართობი და კულტურული დაწესებულებები. დენი ამ დროისათვის მხოლოდ ჯანდაცვისა და კვების დაწესებულებებს მიეწოდება.
სააგენტო აღნიშნავს, რომ კოლაფსის მთავარი მიზეზი ქვეყანაში მოძველებული ენერგოსისტემაა. ელექტროსისტემა და ნავთობზე მომუშავე ელექტროსადგურები რამდენიმე ათწლეულის წინ არის აშენებული და მათ თითქმის არ უვლიან.
კომენტარები