რადიკალური ოპოზიცია აქციისთვის ემზადება, რომელსაც თბილისი პრაიდიც უერთდება. მოწოდებები სოციალურ ქსელში გააკეთეს. ოპოზიცია მიტინგზე ხალხის მიყვანას რეგიონებიდან აორგანიზებს, თუმცა ხალხის მობილიზება უჭირთ.
მაგალითად ზუგდიდში „ძლიერი საქართველოს“, იგივე „ლელოს“ ოფისთან პარტ აქტივისთვის სპეციალური ტრანსპორტი ვერ შეავსეს. ანალოგიური ვითარებაა ქუთაისში, სადაც მოქალაქეთა ნაწილს ვერ გაუგია რა აქციაზე მიდის. ამბობენ, რომ მიუღებელია თბილისი პრაიდის მონაწილეობა დღევანდელ აქციაში.
„მე ვიდგები ქართველ ხალხთან ერთად. თქვენ დამთავრდებით მალე“, – განუცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „ქრონიკას“.
კომენტარები