უკრაინის რადას წევრი ალექსეი გონჩარენკო, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლის (PACE) წევრი, მოლდოვაში საარჩევნო პროცესს აკვირდება. ამის შესახებ გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს.
„მე ვმუშაობ მოლდოვაში PACE-ს საერთაშორისო დამკვირვებლად. მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნები, პარალელურად კი ტარდება რეფერენდუმი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ეს ნამდვილად ისტორიული დღეა მოლდოვისთვის“, – წერს გონჩარენკო.
ცნობისთვის, მოლდოვაში პრეზიდენტს ირჩევენ და ამასთან ერთად, მიმდინარეობს რეფერენდუმი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ. საარჩევნო უბნები უკვე დახურულია. მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი.
კომენტარები