მოლდოვაში ჩატარებული ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის შუალედური შედეგები ცნობილია.
ოქმების 50 პროცენტის დამუშავების შემდეგ, წინასწარი შედეგები ასეთია: კონსტიტუციის შეცვლასა და ევროკავშირში გაწევრიანებას ამომრჩეველთა 43.5 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო წინააღმდეგია 56.5 პროცენტი.
საკონსტიტუციო რეფერენდუმზე მოქალაქეებს უნდა ეპასუხათ კითხვისთვის: „უჭერთ თუ არა მხარს კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“. ამომრჩეველს პასუხის ორი ვარიანტი ჰქონდა – „დიახ“ და „არა“.
კომენტარები