ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. პენტაგონის ხელმძღვანელი ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს შეხვდება.
Reuters-ის ცნობით, ეს ლოიდის უკვე მეოთხე ვიზიტია უკრაინაში და მის პროგრამაში ქვეყნის აღმოსავლეთით კიევის თავდაცვის გაძლიერების საკითხში აშშ-ის დახმარების გაღრმავებული განხილვა შედის. ამასთან, არ არის მოსალოდნელი, რომ გაფორმდება ახალი შეთანხმებები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ.
ოსტინმა ასევე უპასუხა კითხვას იმის შესახებ თუ როგორ შეიცვლება ვაშინგტონის მიერ უკრაინის მხარდაჭერა ტრამპის გაპრეზიდენტების შესახებ.
„ბოლო 2,5 წლის განმავლობაში ვხედავდი უკრაინის ორპარტიულ მხარდაჭერას და ველი, რომ კონგრესის მხრიდან კვლავაც ამას ვიხილავთ“, – აღნიშნა ოსტინმა.