„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი აქტივისტები რეჟიმის მსხვერპლებს დასცინიან. „ჯენზი“ თაობის წარმომადგენელი, რომელიც რადიკალური ოპოზიციის აქციაზე გამომსვლელებს ლაზერს ანათებდა, ამბობს, რომ „ნაცმოძრაობამ“ ბავშვობა წაართვა. თედო ბიტბუნოვი კამერებს შეგნებულად ემალებოდა, რადგან არ უნდოდა მამისთვის წარსულის უმძიმესი დღეები განეახლებინა.
ბიტბუნოვის მამა მეხანძრე-მაშველი იყო, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული აზრის გამო ჯერ სამსახურიდან გააგდეს, შემდეგ კი ორჯერ სასტიკად სცემეს. „ვოლტის“ ახალგაზრდა კურიერის მძიმე ისტორია „ქრონიკამ“ მოისმინა.
„ჩემი მიზანი იყო, რომ მივსულიყავი [შეკრებაზე] და რამენაირად ზიანი მიმეყენებინა მათთვის [„ნაციონალური მოძრაობისთვის“]. ჩემი ყველაზე ჰუმანური გზა იყო ლაზერი, რომ ნერვები მაინც მომეშალა მათთვის. მინდა ჩემს მეგობრებს, რომლებიც გვერდში დამიდგნენ, ბოდიში მოვუხადო, რომ ასეთ სიტუაციაში მოუწიათ ყოფნა, მოუწიათ შეურაცხყოფების ატანა. ჩემს გამო იყვნენ ისინი მანდ, მე ვუთხარი რომ ჩემთან ერთად ყოფილიყვნენ. როდესაც შემოვარდნენ და დაიწყეს გადაღება, ვთხოვე რომ პლედები გადაეფარათ, რადგან არ მინდოდა მათ მშობლებს და ახლობლებს ტელევიზორში ენახათ ეს ყველაფერი. ჩემმა მეგობრებმა იციან მამაჩემის ისტორია და იმიტომ გამომყვნენ იქ. ძალიან დამწყდა გული, რომ ხალხმა ასე აიტაცა ის პლედების გადაფარება. გვაგინებდნენ გოგოები და თმით ითრიეს ჩემი ერთი მეგობარი. რაც აწყობდათ, ის მომენტები გადაიღეს. ისეთ სიტყვებს გვეუბნებოდნენ, ბიჭები რო არ ვკადრებთ ერთმანეთს“, – აღნიშნა თედო ბიტნუნოვმა.