ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად დგომა, – ასე მიმართა ბერა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას.
„გუშინდელი დღესავით მახსოვს, 16 წლის ვიყავი, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო და მამაჩემის გვერდით ვიბრძოდი. მინდა გითხრათ, რომ მაშინაც და დღესაც მამაჩემს ნებისმიერ ბრძოლაში ბრმად გავყვებოდი და გავყვები. თუმცა, თუ შეიძლება ითქვას, რომ მაშინ ემოციებით სავსე ბავშვი ვიყავი, რომელიც მამას მიჰყვებოდა, დღეს უკვე მე თვითონაც მამა ვარ და სულ სხვანაირად აღვიქვი, გავათვითცნობიერე რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, თუ რისთვის იბრძვის მამაჩემი და ჩვენი მშობლები ამდენი წელია“, – აღნიშნა ბერა ივანიშვილმა.
კომენტარები