ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში არანაკლებ 3 000 ჯარისკაცის გაგზავნა მოახერხა, რათა შემდგომ მათ უკრაინაში იომონ, განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ჯარისკაცები რუსეთში გემით გადავიდნენ. ისინი ჩრდილოეთკორეული პორტიდან ვონსანიდან გავიდნენ და რუსეთში, ვლადივოსტოკში ჩავიდნენ. ვლადივოსტოკიდან ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები რუსეთის საწვრთნელ ცენტრებში გადანაწილდნენ.
„გადამზადების დასრულების შემდეგ ეს სამხედროები, შესაძლოა, რუსეთის დასავლეთ ნაწილში გაემგზავრონ, სადაც უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ იომებენ“, – აღნიშნა კირბიმ.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა აგრეთვე განაცხადა, რომ აშშ-მა უკვე გაუზიარა უკრაინულ მხარეს მოცემული სიტუაციის შესახებ არსებული ხედვა და მჭიდრო კონტაქტში იმყოფება მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან.