უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევს 20 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტს გამოუყოფს.
ფულის გამოყოფა „დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ფარგლებში მოხდება, ხოლო მათი დაფარვა გაყინული რუსული აქტივების მეშვეობით განხორციელდება.
„შეერთებული შტატებიდან მნიშვნელოვანი ამბავი მოვიდა: ამერიკამ 20 მილიარდი დოლარის გამოყოფა გადაწყვიტა. ეს სახსრები გაყინული რუსული აქტივებით არის უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს არის ის, რაც ნამდვილად დაეხმარება უკრაინელებს. „მნიშვნელოვანია, რომ ამის რეალიზება წელსვე მოხდეს. დიდი მადლობა შეერთებულ შტატებს, მადლობა „დიდი შვიდეულის“ მთელ ჯგუფს“,- დასძინა მან.
კომენტარები